
ჯგუფური სესიები ქალებისთვის
მოდი ჯგუფურ ონლაინ სესიაზე დამსწრედ ან მოიტანე შენი სამუშაო საკითხი, რომელსაც ქოუჩინგური დიალოგის, კითხვა-პასუხის მეთოდებით დავამუშავებთ.
ჯგუფის 3-4 მონაწილეს საშუალება ექნება გამოსცადოს ე.წ. "ცხელი სკამის მეთოდი" და მიიღოს ინდივიდუალური ქოუჩინგი მარიამისგან. დანარჩენი მონაწილეები გააზიარებენ დაკვირვებებს და რეფლექსიებს (ჩატის ან ვიდეო/აუდიოს საშუალებით).
ჯგუფური სივრცე ქმნის ერთგვარ "ველს", რომლიდანაც ვიღებთ დამატებით მხარდამჭერ, ტრანსფორმაციულ და ხანდახან თერაპიულ რესურსებს, შინაგან ბლოკებთან მუშაობისას.
ვინ მოხვდება შენს ჯგუფში არასდროსაა შემთხვევითი. ყველა წევრს მოაქვს განსაკუთრებული ვიბრაცია, ცნობიერების დონე და შინაგანი რესურსი, რაც თითქმის ყოველთვის ირიბად ან პირდაპირ კავშირშია იმ თემებთან, რომლის განხილვასაც ერთად ვაპირებთ.
ეს არის უსაფრთხო, მაგრამ მოწყვლადი სივრცე, სადაც საკითხზე მუშაობის გარდა ვაძლიერებთ ჩვენს ფემინურ თვისებებს: ემპათიას, მოსმენას და მიღებას.
ვიდეოს ჩართვა სავალდებულოა სესიის გახსნის და შეჯამების დროს და "ცხელ სკამზე" ჯდომისას.
*გაკეთდება ამ სესიის აუდიო/ვიდეო ჩანაწერი რომლის ცალკეული ნაწილები შეიძლება გამოქვეყნდეს საჯაროდ (მხოლოდ მარიამის გამოსახულებით). მონაწილეთა ვინაობა და პერსონალური ინფორმაცია შეინახება კონფიდენციალურობის სრული დაცვით.
5 ივლისი - 12pm (+4GMT)
2 აგვისტო - 12pm (+4GMT)
6 სექტემბერი - 12pm (+4GMT)
განსაზღვრულია მხოლოდ 10 ადგილი.
