
განდობა:
დედოფლის კოდექსის შესავალი
ონლაინ კურსი ქალებისთვის
შეუერთდი მიმდინარე ნაკადს!..
ხშირად გეჩვენება, რომ კაცები ვერ გიგებენ, არ გისმენენ, ან საერთოდ არ ზრუნავენ შენზე?
დაიღალე კაცებთან ურთიერთობაზე ფიქრით, ახსნით, ინიციატივით და მუდმივი მცდელობით?
იქნებ პრობლემა კაცების გულგრილობა კი არა, არამედ ისაა, რომ არასწორად გესმის მათი ენა?
აღარ გინდა, იყო „ძლიერი“ და სულ მარტო გრძნობდე თავს?
რა მოხდება, თუ დაიჯერებ, რომ შენი ძალა და გავლენა არა ხმამაღალ სიტყვებსა და მუდმივ კონტროლში, არამედ რბილ, ფემინურ კომუნიკაციაშია?
სულ რამდენიმე საათში გაიგებ კაცების შესახებ იმას,
რაც ქალების 95%-მა არ იცის!

პირველ რიგში ძაან დიდი მადლობა, დიდი ხანი ველოდებოდი ამ სამ დღეს, რომელიც ძაან პატარა პერიოდი იყო, მარა ვგრძნობდი, რომ რაღაც ძაან საინტერესო იქნებოდა, ყოველ დღეს მქონდა მოუთმენლობა, რომ ნეტა შემდეგ დღეს რა იქნება და მესამე დღის ბოლოსაც იგივე გრძნობა მაქვს, რომ კიდევ შემდეგი მაინტერესებს.
თითქოს ძალიან მოკლე და მარტივი იყო და მეორე მხრივ ძალიან ღრმა და რთული ერთდროულად;
ძალიან ბევრ რამეს დაერქვა თავისი სახელი, გაცხადდა, ბევრი აღიარება მქონდა საკუთარ თავთან და შევეცდები ნელ-ნელა ამის შეცვლას, დარწმუნებული ვარ, რომ ერთ დღეში არ გამოვა და მადლობა შენი გამოცდილებაც რომ გაგვიზიარე, რომ ერთი აღთქმით არ მთავრდება ეს პროცესი და უფრო რეალისტურად მივუდგები ამ პროცესს და უფრო შენდობით საკუთარი თავის მიმართ. ძაან ეხმიანებოდა ეს სამი დღე ერთმანეთს, მესამე დღეს პირველი უნდა გაგახსენდეს, პირველ დღეს რაღაცა... პაზლი იყო სერიოზული.
ძალიან დიდი მადლობა გოგოებს იმიტომ რომ ძაან სხვა ეფექტი ჰქონდა, დიდი ხანია ჯგუფურ ქოუჩინგში არ ვყოფილვარ, არც ჯგუფურ თერაპიაში და ჯგუფს თავისი ხიბლი აქვს, რასაც თურმე ძაან მონატრებული ვყოფილვარ.

მე დიდი ხანია ვემზადებოდი ამისთვის, ბევრი მცდელობა მქონდა, რომ "განდობაზე" მოხვედრილიყავი, მაგრამ სულ რაღაცა ბარიერები მქონდა და მერე ერთ დილას მარიამის ვიდეო ამომივარდა და იქ მივხვდი, რომ ნიშანი იყო რომ ეს ბარიერები უნდა დამეიგნორებინა და ესე გადაშვებულიყავი თავით, რაც იქნებოდა - იქნებოდა.
ძაან კარგი იყო! მოლოდინს გადააჭარბა! მე მქონდა შინაგანი მზაობა დიდი, აქ დასწრების და აქ ყოფნის და ამიტომაც რაღაცნაირად ვცდილობდი და ეხლაც ვცდილობ რომ მაქსიმალურად გავითავისო ეს ყველაფერი, რაც მოვისმინე, რაც გავიაზრე და დარწმუნებული ვარ მართლაც, რომ ნელ-ნელა ეს კიდევ ბევრი კარები და უჯრა გაიხსნება თავში, რაც სხვადასხვა მიგნებებს წამოიღებს;
და ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც არის ჩემთვის არის, რომ ეხლა რომ ადამიანი ფიქრობ რაღაცეებს გადაწყვეტილებებს იღებ, რაღაცებს კითხულობ, ეცნობი, მაგრამ აი ეს სამი დღე ჩემთვის იყო რაღაცნაირად საბოლოო ჯამში ინდულგენციასავით რომ, კი, რაც იცი და რასაც ფიქრობ და რაც გაიაზრე, აი, ეგრეა, და დარჩი ახლა მყარად ამ გზაზე და გააგრძელე მშვიდად გზა, ღმერთო, მაჩვენე ნიშანი რომ ყველაფერი კარგად არის, აი, დაახლოებით ეგრე არის ჩემთვის ეხლა ეს სამი დღე რაც გავიარე.

ჩემთვის ძაან საინტერესო იყო, პირველ რიგში იმიტომ, რომ აი ქალის და კაცის - რა ბაზაზეც ვართ დაფუძნებულები - ამის გააზრება რით განსხვავდება ერთმანეთისგან პირველ რიგში ეგ გავიაზრე, და გულწრფელად რომ გითხრათ, ბევრად მარტივად დავიწყე ჩემი პარტნიორის მოსმენა და ეგ ძალიან გამიმარტივდა. ეგ იყო ჩემთვის ძალიან დიდი ღირებულება, რაც წამოვიღე მაგ ყველაფრისგან.
ასევე ურთიერთობაში ჩემი უნარი გაიზარდა, როგორ მივუდგე მას თუ მჭირდება მაგალითად დალაპარაკება ან როგორ შემიძლია ვუთხრა ისე, რომ იმის ყურამდე მივიდეს.
მე შეიძლება მანამდეც ვამბობდი, რა მინდოდა, სიმართლე გითხრათ, ისე არ ვიყავი, რომ უნდა გამოიცნოს სულ, რა მინდა ან ასე შემდეგ, მაგრამ აი მაგალითი რომ მოვიყვანო, შეიძლება ისეთ დროს ვეუბნებოდი, სადაც მას არ შეეძლო მოსმენა ან ისეთი სიტყვებით ვეუბნებოდი, რომ რაღაცას ვათრიგერებდი მასთან და საერთოდ სხვაგან მივდიოდით, და აი ეგეთ რაღაცეებში დამეხმარა ვორქშოპი და გარდა მაგისა მე პირადად დამეხმარა იმაში, რომ მეგრძნო ჩემი ფემინურობა, აი ვორქშოპის პერიოდშიც ვგრძნობდი ჩემში ფემინურობას და მაგის მერეც, რაღაცნაირად მე თვითონ როგორ დავრჩე ჩემს ფემინურ ენერგიაში, მიუხედავად იმისა პირდაპირ არ მგონია, რომ იყო ამ საუბარი, მაგრამ აი რაღაცნაირად მაგაში ძაან დამეხმარა.
{ უფრო მეტი უკუკავშირი ნახე ქვემოთ }
ეს კურსი შენთვისაა თუ:
თუ მზად ხარ საკუთარ თავზე სამუშაოდ;
თუ მზად ხარ შენი წილი (არც მეტი, არც ნაკლები) პასუხისმგებლობა აიღო კაცებთან ურთიერთობებში;
თუ დაიღალე კაცებთან ჯაჯგურით, წუწუნით, და ხვდები, რომ არცერთი შენი სტრატეგია არ მუშაობს.
თუ ხარ პარტნიორთან ურთიერთობაში, და გსურს უკეთ გაუგო მას, გააუმჯობესო თქვენი ურთიერთობა; ან არ გყავს პარტნიორი, თუმცა გინდა, მოემზადო ჯანსაღი, სავსე ურთიერთობისთვის;
თუ გინდა უკეთ გესმოდეს რა განსხვავებაა ქალებსა და მამაკაცებს შორის, რათა ნებისმიერ მამაკაცთან (პარტნიორთან, კოლეგასთან, მეგობართან) მარტივად იპოვო საერთო ენა.
ვისთვის არ არის ეს კურსი:
ვისაც საკუთარ თავზე მუშაობა არ უნდა.
ვისთვისაც უფრო კომფორტულია, ურთიერთობის ყველა პრობლემა კაცებს გადააბრალოს.
ვისაც კაცებთან ურთიერთობებში არასდროს გამოუცდია ტკივილი, წყენა, ბრაზი, იმედგაცრუება და უმწეობა
ვისაც არ სურს საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღება.
ვისაც ჯერ კიდევ არ მობეზრებია მსხვერპლის როლში ყოფნა.
ვინც ფიქრობს, რომ კაცები არაფერში სჭირდება.
ვინც კაცების სიძულვილს ცხოვრებასთან გამკლავების სტრატეგიად იყენებს.
ამ კურსზე პასუხი გაეცემა შენს 3 უდიდეს შეკითხვას:
1. რატომ იქცევიან კაცები "ცუდად"?
ანუ რა მექანიზმით ხდება კონფლიქტები ქალებსა და მამაკაცებს შორის
ამ კურსზე გაგანდობ:
კაცების აზროვნების ერთი შეხედვით თითქოს "ამოუცნობ", მაგრამ სინამდვილეში ძალიან მარტივ ალგორითმს;
რეალურ მიზეზს, თუ რატომ არ იქცევიან კაცები ისე, როგორც შენ მოელი, ან არ გპასუხობენ მნიშვნელოვან შეკითხვებზე;
იმ ნეირო-ფიზიოლოგიურ განსხვავებებს, რომელთა გამოც იქმნება კონფლიქტები ქალებსა და კაცებს შორის და შეძლებ ამ კონფლიქტებზე სასიკეთო გავლენის მოხდენას.


2. რატომ არ მუშაობს „ძლიერი ქალის“ სტრატეგია?
ანუ ბოლოსდაბოლოს, რას წარმოადგენს მდედრობითი და მამრობითი ენერგიები და სად ხარ ამ შკალაზე.
ამ კურსზე გაგანდობ:
იმ ერთადერთ ფაქტორს, რომელიც განსაზღვრავს ყველა შენი ურთიერთობის წარმატებას (და წარუმატებლობას) + როგორ მოახდინო გავლენა ამ ფაქტორზე მამაკაცების მხრიდან მეტი ზრუნვის და ყურადღების მოსაზიდად.
4 კრიტერიუმს, რომლის საშუალებითაც არაჯანსაღ, ფსიქოლოგიურად საშიშ მამაკაცებს დაუყოვნებლივ ამოიცნობ, დროის და ენერგიის ხარჯვის გარეშე + ისწავლი, როგორ დაიცვა თავი მათგან
ხარ თუ არა "გომბეშოების მომშენებელი"? ანუ რა სრულიად გაუაზრებელი ქცევებით გადააქცევენ ხოლმე ქალები პრინცებს გომბეშოებად და არა - პირიქით.
3. როგორ ვაქციოთ გომბეშოები პრინცებად (და არა პირიქით)?
რატომ ხდება რეალობაში სულ პირიქით?... 😩
ამ კურსზე გაგანდობ:
რომელი ორი ჯადოსნური უნარი დაგეხმარება გომბეშოების პრინცებად გადაქცევაში, რომლებსაც უკვე ფლობ, მაგრამ არ ავარჯიშებ;
რა პოზიტიური და ნეგატიური გავლენა შეგიძლია გქონდეს კაცებზე და
რა არის შენი რეალური პასუხისმგებლობა ურთიერთობაში;
რომელი ქალური არქეტიპის განსხეულება გჭირდება ამ გავლენის დასაბრუნებლად (მინიშნება -> 👑!);
საიდან დაიწყო იმ ყველაფრის გამოსწორება, რაც შენი კონტროლის სფეროშია;
რა არის ის ერთადერთი აღთქმა, რომლის დადების შემდეგაც შენი ურთიერთობები კაცებთან აღარასდროს იქნება იგივე.

რა მოხდება, თუ დაიჯერებ, რომ შენი ძალა სირბილეშია?
შენ აღარ დაგჭირდება ძალდატანება სასურველი სიყვარულის, სიახლოვის და კავშირის მისაღებად.
ურთიერთობა ბუნებრივად გაღრმავდება და თავისთავად გაუმჯობესდება.

ამ კურსით მიიღებ სრულიად ახალ
✨აზროვნების პროგრამას✨
რომელიც გარშემომყოფი კაცების ქცევაზე
რეალურ გავლენას მოახდენს.
რა უნდა იცოდე, სანამ დარეგისტრირდები:

შედეგი დამოკიდებულია შენს მზაობაზე, იმუშაო საკუთარ თავზე
ვიდეოების ყურება მხოლოდ პირველი ნაბიჯია. კურსი მოითხოვს გულწრფელ რეფლექსიას, დავალებების შესრულებას და ყოველდღიურ პრაქტიკას. თუ მზად ხარ, დაანგრიო ილუზიები და თვალი გაუსწორო საკუთარ ქცევით შაბლონებს, ცვლილება გარდაუვალი იქნება.

ცვლილება იწყება შენით და არა პარტნიორით
ეს კურსი არ შეცვლის შენს პარტნიორს - ის შეცვლის შენს აღქმას და კომუნიკაციის ენას. სწორედ შენი შინაგანი ტრანსფორმაცია შთააგონებს გარშემომყოფ მამაკაცებს, სრულიად სხვაგვარად გამოავლინონ თავი შენთან ურთიერთობაში.

შენი ტემპი - შენი უსაფრთხო სივრცეა
რადგან კურსი წინასწარ ჩაწერილია, შენ არ გიწევს სხვას დაეწიო. კურსის გასავლელად, რეგისტრაციიდან 30 დღე გეძლევა. ამ ხნის განმავლობაში, შეგიძლია მასალას მაშინ დაუბრუნდე, როცა მზად იქნები. მთავარია, პროცესს მიუდგე ცნობისმოყვარეობით და არა საკუთარი თავის განსჯით.

ეს არ არის მხოლოდ თეორიული ცოდნა - ეს არის პრაქტიკული გამოცდილება
კურსში არ დაგხვდება მშრალი წესები. „განდობა“ ეფუძნება ნეირო-ფიზიოლოგიის და ენერგეტიკის კანონზომიერებებს, რომელთა გააზრებაც ცვლის შენს შინაგან მდგომარეობას - ამ პროცესს კი მოაქვს სრულიად ახალი შედეგები.






კურსის ფორმატის შესახებ:

დაწყება მყისიერად:
არ გიწევს კონკრეტული თარიღის ან საათის ლოდინი. კურსის შეძენისთანავე მასალები იხსნება შენს პირად კაბინეტში - თუმცა, სწავლას იწყებ და აგრძელებ მაშინ, როცა ამისთვის მზად ხარ. ზოგიერთი ვიდეოს და მოდულის გახსნას გარკვეული დრო და წინა დავალების შესრულება სჭირდება.

უყურე შენი ტემპით (100% მოქნილობა):
შეგიძლია უყურო დილით ყავასთან ერთად, საცობში, ძილის წინ თუ უქმეებზე.
შენ ირჩევ დროსაც და სესიების ხანგრძლივობასაც.

ჯგუფური მენტორინგი
კურსის მასალის დასრულების შემდეგ, დარეგისტრირდი 2-საათიან ჯგუფურ მენტორინგზე, სადაც ერთად გავივლით ჯგუფის შეკითხვებს, რეფლექსიებს და სამუშაო საკითხებს.

30-დღიანი წვდომა:
მასალებზე წვდომა გაქვს პირველი მოდულის დაწყებიდან 30 დღის განმავლობაში. ეს არის ოპტიმალური დრო, რომელიც გეხმარება, არ გადადო ცვლილებები, შეინარჩუნო ფოკუსი და რეალურად მიიყვანო პროცესი შედეგამდე.

უყურე ნებისმიერი მოწყობილობიდან:
ვიდეოები და სამუშაო რვეულები ოპტიმიზებულია როგორც ტელეფონისთვის, ისე პლანშეტისა და კომპიუტერისთვის.

ინდივიდუალური მენტორინგი
VIP პაკეტის შეძენის შემთხვევაში, დამატებით შეძლებ 1 საათიან ინდივიდუალურ მენტორინგზეც დარეგისტრირდე. ეს მენტორინგი კურსის 30 დღის განმავლობაში უნდა დაიჯავშნოს.
ვინ წაიყვანს პროგრამას?
🙋🏻♀️ მე მარიამი ვარ,
საკრალიას დამფუძნებელი და ურთიერთობების მენტორი.
სამგზის სერტიფიცირებული, ICF-ის მიერ აკრედიტებული ACC ქოუჩი და NLP-ს და ენეაგრამას პრაქტიკოსი.

რა ღირს კურსი?
ბარათიდან თანხა ჩამოიჭრება USD-ში.
სტანდარტული პაკეტი
$99
30 დღიანი წვდომა კურსზე
2-საათიანი ჯგუფური მენტორინგის სესიები ყოველთვე
კურატორის მხარდაჭერა ტელეგრამში
👑 VIP პაკეტი 👑
$123
ყველაფერი რაც სტანდარტულ პაკეტშია
1სთ - ინდ. მენტორინგის სესია
(ცალკე დაჯავშნის ღირებულება ₾95)მენტორის 1:1 მხარდაჭერა Whatsapp-ში
*თვეში გამოყოფილია მხოლოდ 5 VIP ადგილი!
ხშირად დასმული კითხვები:
ეს კურსი ვიდეო-ჩანაწერების, სარეფლექსიო კითხვების და პრაქტიკული სამუშაოების სახით არის მოცემული და შეგიძლია შენს ტემპში გაიარო.
თუ დავალებებს დროულად შეასრულებ, ყოველ დღე თითო ლექცია, თითო პრაქტიკა და თითო სარეფლექსიო დავალება გაგეხსნება.
მინიმალური დრო, რაც კურსის გავლას სჭირდება, 15 დღეა.
მაქსიმალური დრო - 30 დღე გაქვს მოცემული. ამის შემდეგ კურსზე წვდომა შეგიწყდება.
კურსის ფარგლებში ასევე ტარდება ჯგუფური და ინდივიდუალური მენტორინგის სესიები.
თვეში ერთხელ, თვის ბოლო კვირა დღეს, პროგრამის ფარგლებში ტარდება 2 საათიანი ჯგუფური მენტორინგის სესია, რომელზე დასწრებაც "განდობის" ნებისმიერ კურსდამთავრებულს შეუძლია.
გამოყოფილა მხოლოდ 12 ადგილი. რეგისტრაცია მოსწრებაზეა.
მენტორინგის ამ სესიაზე მარიამი უპასუხებს კითხვებს პროგრამის მასალათან დაკავშირებით, სურვილისამებრ, შეგვიძლია განვიხილოთ შენი კონკრეტული საკითხი ურთიერთობებთან დაკავშირებით, და მსურველები მარიამთან ქოუჩინგის გამოცდილებას ლაივში მიიღებენ.
ინდივიდუალური მენტორინგი არის 1 საათიანი ინდივიდუალური სესია პროგრამის მენტორთან, რომელიც შენთვის სასურველ დროს შეგიძლია ჩანიშნო კალენდარში.
"აღთქმის დადება" არის პროგრამის ბოლო სესიის დასკვნითი ნაწილი, სადაც მონაწილეები ნებაყოფლობით დებენ აღთქმას, იმ გაცნობიერებების და სწავლების საფუძველზე, რომელიც მიიღეს ამ კურსის განმავლობაში.
"აღთქმა" ერთგვარი რიტუალია, რომელიც აუცილებელია განდობილი ცოდნის რეალური ინტეგრირებისთვის.
ამ კურსზე სერტიფიკატი არ გაიცემა.
კურსი გავლილად ჩაითვლება ყველა მოდულის ნახვის და დავალებების შესრულების შემდეგ.
პროგრამის წარმატებით დახურვის შემთხვევაში, გამოგეგზავნება დახურული ტელეგრამის ჯგუფის ლინკი, რომელიც ამ პროგრამის ყველა ნაკადის კურსდამთავრებულებს ანუ "განდობილებს" გააერთიანებს.
ამ ჯგუფში დაანონსდება განდობილებისთვის განკუთვნილი ექსკლუზიური ვორქშოპები და "ფემინური კოდექსის" შემდეგი დონის პროგრამები.
